Tuesday, September 27, 2011

წყალი ჩვენს ცხოვრებაში

პროექტის სახელწოდება: 
                  წყალი ჩვენს ცხოვრებაში
პროექრის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:  
      მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას წყლის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა:
                                          1. წყლის როლი ცხოველთა და ადამიანის ცხოვრებაში
                                           2. წყლის გამოყენება ყიველდღიურობასა და მრეწველობაში
                                           3. წყალსაცავების, მდინარეების ეკოლოგიური მდგიმარეობა
პროექტის მიზნები:
დაკვირვებისა და ექსპერიმენტების საშუალებით მოსწავლეები არჩევენ თუ როგორ ეგუებიან ცოცხალი ორგანიზმები წყლის უკმარისობას ან სიჭარბეს. აგრეთვე აკვლევენ როგორ გამოიყენება წყალი სამრეწველო საქმიანობაში. მოსწავლეები იღებენ ფოტოებს და შექმნილი ფოტოებით აწყობენ გამოფენებს.
მონაწილეთა ასაკი: 10–12 წელი
ვადები(ხანგრძლივობა) 6 თვე
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
   შეიძლება შეიქმნას ბლოგი სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთ დაკვირვების შედეგებს, გადაღებული ფოტოებით მოაწყობენ გამოფენას
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი, ციფრული კამერა, მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იქნება გადაღებული ფოტოები
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობა)
   პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ წყლის როლზე, გაიგებენ რა ზიანი მოაქვთ საწარმოებს, ფაბრიკებსა და ქარხნებს უკეთ გაეცნობიან გარემოს
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან (ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი)
      ბოტანიკა, ბიოლოგია, ზოოლოგია, ქიმია, გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)                                 მაია ველიჯანაშვილი
ხელმძღვანელის ელ ფოსტა.   Maia.velijanashvili@gmail.com

Thursday, September 15, 2011

სასწავლო პროექტი


1.      პროექტის სახელწოდება :  შემოდგომა ჩემს სოფელში
2.      პროექტის მთავარი იდეა:  შემოდგომის სურათის აღწერა საკუთარ სოფელში
3.      პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები აღწერენ შემოდგომის მოსვლას თავის სოფელში,აღწერენ თუ როგორ იცვლის ბუნება სახეს,როგორ იცვლება კლიმატი და აღწერენ რა ბუნებრივი მოვლენები მოყვება შემოდგომის მოსვლას
4.      პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გადაიღონ ფოტოსურათები და მიიღონ მონაწილეობა მოსავლის აღების :კაკლის ბერტყვის,სიმინდის ტეხის,ჩურჩხელების ამოვლების,ხილის კრეფის პროცესში.დააკვირდებიან როგორ ემზადება სოფელი ზამთრის შესახვედრად
5.      მოსწავლეთა ასაკი: 9–10 წელი.
6.      ვადები.ხანგრძლივობა:  1 თვე
7.      მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას)ფოტოალბომები,ჩანახატებისა და ინტერვიუების ჩანაწერები,შექმნილი ბლოგი
8.      პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ საინტერესო მასალას შემოდგომის შესახებ.მოძიებული მასალით შეადგენენ ფოტო ალბომს და მოაწყობენ გამოფენას სკოლაში.
9.      საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია,ისტორია,ბიოლოგია
10.  პროექტის ხელმძრვანელი(მასწავლებელი) მაია ველიჯანაშვილი
11.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:maia.velijanashvili@gmail.com